ნიკა გურეშიძე ამჟამად შპს ,,ექსტრამითში” პავილიონების ელექტრომექანიკოსის პოზიციაზეა დასაქმებული.
,,პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა შენი პროფესიით დასაქმებაა.”
პროგრამის შესახებ ახლობლისგან შევიტყვე და როგორც სამუშაოს მაძიებელი ბაზაში დავრეგისტრირდი. დასაქმების კონსულტანტებთან ერთად შედგა ჩემი ინდივიდუალური კარიერული განვითარების გეგმა. მალევე ვრეფერირდი საწარმოში ელექტრო მექანიკოსის პოზიციაზე დასაქმების მიზნით. გავიარე გასაუბრების, ტესტირების და სტაჟირების ეტაპები, რის შემდეგაც დასაქმების შედეგი დადგა. ჩემი საქმიანობა მრავალპროფილურია და საწარმოში ელექტრო დანადგარების ინჟინრის, აიტი სპეციალისტის, ინტერნეტის და ქსელური მართვის, დაცვის კამერების სპეციალისტის და მენეჯმენტის მართვის საპასუხისმგებლო ფუნქციებს ითავსებს.
სამუშაოს მაძიებლისთვის საშუამავლო სერვისით სარგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას ვურჩევ დასაქმების ცენტრებს მიმართონ. ვფიქრობ რომ სასურველი სამსახურის მოძებნის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა. მე მომეცა შესაძლებლობა ჩემი პროფესიით დავსაქმებულიყავი და საწარმოში საკუთარი თავის სრული რეალიზება მომეხდინა.