წარმატების ისტორია იმერეთიდან

ნაზიბროლა კაპანაძე ამჟამად მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში  შპს ,,სმარტ ფინანსი“ მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს.

,,ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვროა, მაგრამ ხშირად მათ სხვები უკეთ ხედავენ’’

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავასრულე, სასურსათო ტექნოლოგიებისა და კვების ექსპერტიზის კვალიფიკაციით. აქტიური ადამიანი ვარ, შესაბამისად დასაქმება პრიორიტეტული იყო ჩემთვის. დასაქმების ცენტრის შესახებ ინფორმაცია, პროგრამით მოსარგებლე პირისგან  მივიღე და იქ მისვლა გადავწყვიტე. ასე შედგა ჩემი პირველი შეხვედრა დასაქმების კონსულტანტებთან, რომლებიც ძალიან მეგობრულები და ყურადღებიანები აღმოჩნდნენ. მათ კონსულტირების საფუძველზე, ჩემზე მორგებული კარიერული გზის საორიენტაციო გეგმა შეადგინეს და მითხრეს, რომ ძალიან მალე დამიკავშირდებოდნენ.  ამ  შეხვედრამ მომცა  სტიმული მიზნისთვის ბოლომდე მებრძოლა.

სერვისით სარგებლობა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. კონსულტანტებთან  მუშაობა თვითშეფასების ამაღლებაში, საკუთარი უნარების შეცნობაში და უფრო ამბიციური მიზნების დასახვაში დამეხმარა. გავაანალიზე ისიც, რომ ადამიანებს უსაზღვრო შესაძლებლობები გაგვაჩნია, უბრალოდ ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე უნდა აღმოვაჩინოთ,  ან სხვა დაგვახმაროს მათ აღმოჩენაში.

დასაქმების ცენტრის დახმარებით მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში  შპს ,,სმარტ ფინანსი“ სტაჟირების ეტაპი გავიარე, ხოლო დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე დავსაქმდი. ბედნიერი ვარ, რომ მე ეს შევძელი.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content