წარმატების ისტორია იმერეთიდან

მარიამ მუკბანიანიამჟამად ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ფსიქოლოგად მუშაობს.

პროფესიით ფილოლოგ-ფსიქოლოგი ვარ, თუმცა, მიუხედავად  საჭირო პროფესიის ქონისა, დასაქმებამდე  გრძელი და რთული გზა გავიარე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვეძებდი სამსახურს, სადაც პროფესიულად გავიზრდებოდი და ჩემთვის საყვარელ საქმეს გავაკეთებდი. უამრავი უშედეგო მცდელობის მიუხედავად, სადღაც გულის სიღრმეში,  მაინც მჯეროდა, რომ დადგებოდა დღე, როცა იმ ადგილზე აღმოვჩნდებოდი, სადაც ბოლომდე დავიხარჯებოდი და თავს მნიშვნელოვნად ვიგრძნობდი.

დასაქმების ცენტრის შესახებ, სოციალური ქსელიდან შევიტყვე და ადგილზე მისვლა გადავწყვიტე.  დასაქმების კონსულტანტებმა ჩემი ამბავი ყურადღებით მოისმინეს, დეტალურად გამომკითხეს ყველაფერი და  შეადგინეს ჩემს უნარებსა და ინტერესებზე მორგებული ინდივიდუალური შეფასების გეგმა. გასაუბრების პროცესშივე მივხვდი, რომ ისინი,  მხოლოდ ვალდებულების გამო არ იქცეოდნენ ასე, არამედ, როგორც ადამიანები, მთელი გულით და გონებით იყვნენ მომართული ჩემ დასახმარებლად. სწორედ მაშინ გამიჩნდა იმედი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თითქმის გადაწურული მქონდა. მათთან შეხვედრის შემდეგ დავიჯერე, რომ  ჩემი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვლებოდა. ასეც მოხდა. ცენტრიდან მალევე დამიკავშირდნენ და ედეკის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმის შესახებ ინფორმაცია გამიზიარეს. მითხრეს,  რომ ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა  იქ მისვლა და დამსაქმებლებთან გასაუბრება. რა თქმა უნდა გადავწყვიტე ბედი მეცადა. ფორუმზე მისულს, უამრავი ვაკანსია და 40-ზე მეტი დამსაქმებელი დამხვდა. მე არ მსურდა სამსახური სამსახურისთვის, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი პროფესიით დასაქმება და განვითარება. ვაკანსიების დაფაზე, ჩემზე მორგებულ შემოთავაზებას ვერსად წავაწყდი, თუმცა, სულ ბოლო ველზე აღმოვაჩინე, რომ ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიით იყო წარმოდგენილი.  დამსაქმებლის მაგიდასთან მისვლა და საკუთარი თავის წარდგენა გადავწყვიტე. ვკითხე, ახლო მომავალში,  ხომ არ გეგმავდნენ ჩემი პროფესიის კადრის აყვანას. გასაუბრების შემდეგ,  დამპირდნენ რომ ჩემს შემთხვევას განიხილავდნენ. ასეც მოხდა. მალევე დამირეკეს და დასაქმება შემომთავაზეს. დღეს სკოლა „პროგრესის“ ფსიქოლოგი ვარ. მაქვს,  როგორც ინდივიდუალური შეხვედრები მოსწავლეებთან, ასევე ფსიქოლოგიის გაკვეთილები. „პროგრესი“ ზუსტად ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც ჩემი თავი წარმომედგინა.

უნდა ვაღიარო,  რომ ჩვენ ქვეყანაში, დამოუკიდებლად სამუშაო ადგილის პოვნა არც ისე მარტივია. თუმცა ადამიანებს, რომლებიც დანებებას აპირებენ ვეტყვი, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი მცდელობები შედეგიანად მთავრდება. ნუ მივცემთ პრობლემებს საშუალებას გაგვტეხოს, შევხედოთ მათ როგორც გამოწვევებს, რომლებიც უფრო ძლიერებს და მამაცებს გვხდიან.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content