წარმატების ისტორია კახეთიდან

”ახლა უკვე მაქვს სამსახური და კარგი სამუშაო გარემო, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია”

მაკა ჯოხარიძე, ამჟამად თელავში, “Corso Italy”-ში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს.

ძალიან მცირე სამუშაო გამოცდილება მქონდა და მინდოდა ჩემი თავი ახალ სფეროში გამომეცადა. პროექტის შესახებ მეგობრისგან გავიგე და გადავწყვიტე თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისთვის მიმემართა. დასაქმების კონსულტანტებს ჩემი ინტერესების შესახებ მოვუყევი. მათ გამიწიეს კონსულტირება, დამეხმარნენ რეზიუმეს მომზადებაში და ჩემს გამოცდილებასა და ინტერესებზე დაყრდნობით დაიწყეს შესაბამისი სამუშაოს მოძიება. მოკლე დროში აღმოაჩინეს 2 ვაკანსია, რომლებიც ყველაზე  მეტად შემესაბამებოდა და დაგეგმეს გასაუბრება პოტენციურ დამსაქმებლებთან. “Corso Italy” იყო ჩემი არჩევანი და ბედნიერი ვარ, რომ იქ ვმუშაობ. სამუშაო პირობებითა და გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ,  ვხედავ პერსპექტივას, რომელშიც ღირებული წვლილი შეიტანეს თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის კონსულტანტებმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content