წარმატების ისტორია კახეთიდან

სოფო ქუმსიაშვილი ამჟამად საბავშვო ბაღში „ეკო გარდენი“ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს

„არასოდეს თქვათ უარი თქვენს საყვარელ საქმეზე, ყოველთვის მიჰყევით თქვენს ოცნებებს და ისინი რეალობად იქცევიან”

13 წლიდან ბავშვებთან ვმუშაობდი. პირველი ჩემი სამუშაო ადგილი თბილისში, მაკდონალდსის დაბადების დღის ცენტრი იყო. მალევე მივხვდი, რომ პატარებთან ურთიერთობა უდიდეს  ბედნიერებას მანიჭებდა. როდესაც მეკითხებოდნენ რა იყო ჩემი ოცნება,  ვპასუხობდი: მქონოდა საკუთარი საბავშვო ბაღი, რომ  ჩემი ყოველი დღე ბავშვურ სიკეთეს და სიხარულს აევსო. შემდეგ მოხდა ისე, რომ გარკვეული პერიოდი ბანკში  დავსაქმდი,  მაგრამ , მალევე მივხვდი –  ცხოვრებაში ყველაზე მთავარია  აკეთო ის, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს.

დასაქმების ცენტრის შესახებ მეგობრიდან  შევიტყვე და დასაქმების კონსულტანტებს დავუკავშირდი. ასე ჩავნიშნეთ პირველი შეხვედრა. შეხვედრაზე მისულს  ძალიან თბილი გარემო დამხვდა. ცენტრის წარმომადგენლებმა გამიწიეს კონსულტირება და ჩემი გამოცდილებისა და ინტერესების შესაბამისი სამსახურის  მოძიება დაიწყეს. მოკლე დროში დამიკავშირდნენ  და უზრუნველყვეს გასაუბრება პოტენციურ დამსაქმებელთან, რომელიც საბავშვო ბაღის გახსნას გეგმავდა. სამწუხაროდ პანდემიის გამო  ბაღის გახსნა გადაიდო და ამიტომ გერმანიაში, ჩემს მშობლებთან წავედი.  იქ გარკვეული პერიოდი გავატარე. როდესაც უკან დავბრუნდი, დასაქმების ცენტრს  კვლავ, როგორც  სამუშაოს მაძიებელმა ისე მივმართე. უმოკლეს დროში დასაქმების კონსულტანტები  დამიკავშირდნენ და საბავშვო ბაღის „ეკო გარდენის“ მენეჯერის პოზიცია შემომთავაზეს. სიხარულით  დავთანხმდი.  წარმატებული გასაუბრების შემდეგ ამ პოზიციაზე დავსაქმდი.

მე ვარ ამაყი რომ გავბედე და არ ვთქვი უარი საკუთარ ოცნებებზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან იმ საქმეს ვაკეთებ რაც ყველაზე ძალიან მიყვარს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content