წარმატების ისტორია კახეთიდან

„მთელი ცხოვრება რაც მუდმივად უნდა ვაკეთოთ გამოცდილების დაგროვება და საკუთარ თავზე მუშაობაა“

სამი წლის განმავლობაში ბავშვთა გასართობი ცენტრის მენეჯერი ვიყავი. როცა გავაანალიზე, რომ ამ პოზიციაზე მუშაობა მოსაწყენი გახდა და იქ  ჩემი თავი სრულად ამოვწურე, მაშინვე ახალ სფეროში ძალების მოსინჯვის სურვილი გამიჩნდა. სწორედ ამ დროს სოციალურ ქსელში ჩემი მეგობრის წარმატებული დასაქმების ისტორიას წავაწყდი და დამსაქმებელი ორგანიზაციის შესახებ მეტის გაგება ვცადე. აღმოვაჩინე, რომ დასაქმების ცენტრი შუამავალი რგოლია სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის. ასე აღმოვჩნდი დასაქმების ცენტრში და დასაქმების კონსულტანტს ჩემი განათლების, გამოცდილებისა  და ინტერესების შესახებ მოვუყევი. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვიყავი რომ ცენტრის დახმარებით, ჩემი პროფესიიდან და უნარებიდან გამომდინარე სამსახურის მოძებნას და სხვა გარემოში ადაპტაციას მარტივად შევძლებდი. დასაქმების კონსულტანტებს ვუთხარი, რომ ჩემთვის პრიორიტეტული, ღირსეული ანაზღაურება, სამსახურში პიროვნული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა იყო.   კონსულტანტებმა გაითვალისწინეს ჩემი ინტერესები და დაიწყეს შესაფერისი ვაკანსიის მოძიება. მალევე გამოჩნდა ვაკანტური ადგილი, დამიკავშირდნენ და ჩავნიშნეთ გასაუბრება. დამსაქმებელთან წარმატებული გასაუბრების შემდეგ „ლოპოტა რეზორტ სპა“ – ში  მინი ბარების კოორდინატორის პოზიციაზე ვმუშაობ. სამმსახურით კმაყოფილი ვარ, მომწონს მეგობრული გარემო და ყველაზე მეტად ის ფაქტი მახარებს, რომ აქ რეალურად გაქვს შანსი შენი უნარები წარმოაჩინო და ნელ-ნელა უფრო მაღალ საფეხურზე ახვიდე.

ვფიქრობ მთელი ცხოვრება რაც უნდა ვაკეთოთ გამოცდილების დაგროვება, სწავლა და განვითარებაა. სიახლეებისკენ დაუღალავი სწრაფვა, განვითარების სურვილი და საკუთარ თავზე მუშაობა აუცილებლად დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content