წარმატების ისტორია – მარიამ მოციქულაშვილი

29 წლის მარიამ მოციქულაშვილი მზარეულის დუალური პროგრამის კიდევ ერთი წარმატებული ბენეფიციარია.
მარიამი პროგრამაში მონაწილეობის მიღებამდე დასაქმებული იყო გორში სასტუმროში “ლაქი” დამხმარე მზარეულის პოზიციაზე. როდესაც პროგრამის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა კვალიფიკაცია აემაღლებინა. მან წარმატებით დაასრულა სასწავლო კურსი და მზარეულის პოზიციაზე დაწინაურდა.
“ამ პროფესიის მიმართ ინტერესი თავიდანვე მქონდა. მიყვარს კერძების მომზადების პროცესი, განსაკუთრებით ტრადიციულ კერძებს ვამზადებ სიამოვნებით. ამ კურსმა ბევრი რამ მასწავლა. ყველაზე დიდი გამოცდილება პრაქტიკული მუშაობისას მივიღე. სასტუმრო სადაც ვმუშაობ კოვიდსასტუმროებიდან ერთ–ერთია. ეს კიდევ სულ სხვა გამოცდილებაა. სულ პირველი პაციენტი რომ მოვიდა შიშის მომენტი მქონდა მაგრამ შიში გადავლახე. პაციენტების შეგულიანების მიზნით საკვების ყუთებზე გამამხნევებელ წარწერებს ვუწერდი, რაც მალე ჩვენს სასტუმროში ტრადიციად იქცა. გამოჯანმრთელების შემდეგ ძალიან ბევრმა პაციენტმა პირადად გამოხატა მადლიერება ასეთი თბილი ჟესტის გამო, ბევრს დავუმეგობრდი კიდეც.”
მარიამი პანდემიის დასრულების შემდეგ მზარეულის პროფესიით კიდევ უფრო მეტის სწავლას და განვითარებას გეგმავს.
დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამები, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად, პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
მოხალისეობის კვირეულის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ინიციატივას – მთელი კვირის განმავლობაში ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდეს  გარემოზე ზრუნვის სიმბოლური  აქტივობები, ამჯერად  ქუთაისის შშმ
2022 წლის 5 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. ქუთაისში გამოფენა გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები,
2 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ღონისძიების მიზანი
Skip to content