წარმატების ისტორია – ნათია ტერაშვილი

20 წლის ნათია ტერაშვილი ერთ–ერთი წარმატებით დასაქმებული ბენეფიციარია, რომელმაც ოცნება აიხდინა და საკუთარი ჰობი საქმიანობად აქცია.

ნათია 2020 წელს “ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის” პროექტის ფარგლებში ვიზაჟის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამაში ჩაერთო, წარმატებით დაასრულა თეორიული და პრაქტიკული სწავლება, გაიარა 3 თვიანი სტაჟირება და დასაქმდა ქალაქ გორში სალონში “კომპორტი”.

სამსახურში გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გადალახვაში მას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტი “კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების აქტივობის გაზრდა და სოციალურ–ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება COVID-19 კრიზისის დროს” დაეხმარა, რომლის ფარგლებშიც პროფესიული საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო აქსესუარების ნაკრები გადაეცა. ამავე პროექტის ფარგლებში, დაესწრო ონლაინ ტრენინგს მცირე და მიკრო ბიზნესის მართვის საკითხებზე, რაც მას სამომავლოდ თვითდასაქმებაში და საკუთარი ბიზნესის მართვაში დაეხმარება.

“გამიმართლა რომ შესაძლებლობა მქონდა ამ პროექტებში მიმეღო მონაწილეობა. ყოველთვის მაინტერესებდა ვიზაჟისტის პროფესია და საკუთარი ძალებით ვცდილობდი მესწავლა. შემდეგ კურსების შესახებ გავიგე და აქ უკვე პროფესიულ დონეზე შევისწავლე ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი რაც ვიზაჟისტმა უნდა იცოდეს. ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად ფერების კომბინაციებით თვალის მაკიაჟზე მუშაობა მომწონს. მიყვარს მსუბუქი მაკიაჟის გაკეთება, რაც ქალის ბუნებრივ სილამაზეს უსვავს ხაზს.”

ნათია სამომავლოდ სილამაზის ინდუსტრიაში კიდევ უფრო მეტად გათვითცნობიერებას და ამ მიმართულებით განვითარებას გეგმავს.

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content