წარმატების ისტორია რაჭიდან

,,ყოველთვის ეცადეთ თქვენივე რეგიონში იპოვოთ  შესაძლებლობა, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოთ მის განვითარებაში’’

ბექა ამჟამად კრედო ბანკში პრობლემური სესხის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობს.

სოციოლოგიის ფაკულტეტი დავასრულე და მალევე დავსაქმდი. ჯერ კიდევ დედაქალაქში  ვცხოვრობდი როცა პანდემიის პერიოდი დაიწყო.  კომპანიას, რომლისთვისაც ვმუშაობდი ფინანსური პრობლემები შეექმნა, შესაბამისად სამსახურის დატოვება  მომიწია. გადაწყვეტილება მივიღე მშობლიურ რაჭას დავბრუნებოდი. მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანი იმ ადგილს ვეკუთვნით სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ.  ამგვარად რაჭაში ჩამოვედი და  მცირე მეურნეობას მივყავი ხელი, პარალელურად სამსახურის ძებნა დავიწყე.

დედაჩემმა დასაქმების ცენტრის შესახებ მიამბო. მეც  არ დავაყოვნე და ცენტრში მივედი. ძალიან თბილი და მეგობრული გარემო დამხვდა. დასაქმების კონსულტანტებს ჩემი ამბავი მოვუყევი. მათ სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში დამარეგისტრირეს და  შესაბამისი ვაკანსიის ძებნას შეუდგნენ. მალევე გამოჩნდა სამსახური, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს უნარებსა და ინტერესებს ნაკლებად მოერგო. იმედს არ ვკარგავდი, რადგან ვიცოდი, რომ  შესაფერისი სამუშაო, სწორედ საჭირო დროს  გამოჩნდებოდა. ასეც მოხდა,   დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებმა  დამირეკეს და ბანკში პრობლემური სესხის ოფიცრის ვაკანსიის შესახებ მითხრეს. გასაუბრებაზე, დასაქმების იმედით და საკუთარი თავის რწმენით წავედი. საბედნიეროდ ის კადრი ავღმოჩნდი, ვისაც ეძებდნენ. ჩემი მოლოდინები გამართლდა, სამსახურში ძალიან მეგობრული გარემოა  და რაც მთავარია,  ყოველი  დღე ჩემს მშობლიურ რაჭასთან კიდევ უფრო მაახლოებს.

1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
ჰამბურგში ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტი დასრულდა. პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ,
Skip to content