წარმატების ისტორია რაჭიდან

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს.

„ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.

აქტიური ადამიანი ვარ. ვთვლი რომ  ყოველთვის სიახლეების ძიებასა და აღმოჩენაში უნდა ვიყოთ. არასოდეს იცი სად იპოვი საკუთარ თავს და ვერასდროს იტყვი დანამდვილებით რა სფერო მოახდენს შენზე დადებით გავლენას. ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს. სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში, როდესაც დასაქმების ცენტრში მივედი და როგორც სამუშაოს მაძიებელი დავრეგისტრირდი. პროფესიით ბიოლოგი ვარ, თუმცა რეგიონში ჩემი პროფესიით სამუშაო ადგილის პოვნა შეუძლებელია. ამიტომ გადავწყვიტე ბედი სხვა სფეროში მეცადა. დასაქმების კონსულტანტებთან ინტენსიური კონსულტაციის შედეგად, შედგა ჩემ უნარებსა და ინტერესებზე მორგებული ინდივიდუალური შეფასების გეგმა. მალევე,   ცენტრის წარმომადგენლებმა ციფრული ტექნოლოგიების ტრენინგში ჩართვა შემომთავაზეს. ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო და რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდი. ტრენინგის გავლის შემდგომ ისინი კვლავ დამიკავშირდნენ და ლიბერთი ბანკში არსებული ვაკანსიის შესახებ გამიზიარეს ინფორმაცია. გასაუბრებაზე მივედი. წარმატებული ინტერვიუს შემდედ დავსაქმდი. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სექტორში ჩემი მუშაობა ვერ წარმომედგინა, აღმოვაჩინე, რომ ამ გამოწვევას წარმატებით გავუმკლავდი. სამუშაო გარემო ძალიან მომწონს. ჩემს ირგვლივ არაჩვეულებივი ადამიანები არიან, რაც კიდევ უფრო მაძლიერებს და მუშაობას მიადვილებს. ახალგაზრდებს ვეტყვი: ნუ შეგეშინდებათ სცადოთ ბედი სხვადასხვა სფეროში, გარისკეთ, გადადგით თამამი ნაბიჯები, სცადეთ ბევრგან და აუცილებლად მიაგნებთ ადგილს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content