წარმატების ისტორია შიდა ქართლიდან

24 წლის შოთა მარანელმა გორში გამართულ დასაქმების ფორუმზე შეიტყო  დასაქმების ცენტრის  შესახებ.

შოთა პროფესიით პოლიტოლოგია. მას სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტში მუშაობის გამოცდილება აქვს და არასამთავრობო სექტორში ეძებდა სამსახურს.  დასაქმების ცენტრის შუამდგომლობით, ის საზოგადოება „ბილიკში“ სხვადასხვა ტრენინგ–კურსებში ჩაერთო და სულ მალე ამავე ორგანიზაციაში პროექტის ასისტენტის პოზიციაზე დასაქმდა.

„ზოგადად უცხო გარემოსთან და უცხო ადამიანებთან ადაპტირება მიჭირს, მაგრამ ამ შემთხვევაში დასაქმების კონსულტანტთან მსგავსი პრობლემა არ მქონია. ჩემდა გასაკვირად, მარტივად გავცვალე მასთან ინფორმაცია და ურთიერთობაც უფრო გამიადვილდა. სწორედ მისი სწორი მიდგომის დამსახურებაა, რომ ახლა შეთავსებით კარიერული კონსულტანტი თავად ვარ. რაც შეეხება „ბილიკში“ მუშაობას, უკვე 5 თვეა, რაც პროექტის ასისტენტი ვარ. მევალება ახალგაზრდებს მივაწოდო მათთვის სასარგებლო ინფრომაცია. აქ მუშაობით კმაყოფილი ვარ, რადგან სწორედ ის სფერო და საქმიანობაა, რაც მაინტერესებს – ახალგაზრდებთან ურთიერთობა, არაფორმალური განათლება, ტრენინგები, ვებინარები, სხვადასხვა პროექტები და სხვა“ – აღნიშნავს შოთა.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება, მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ექვს რეგიონში ფუნქციონირებს დასაქმების ცენტრი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს კარიერული განვითარების და დასაქმების სერვისებს სთავაზობს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორქშოფი გამართა თემაზე „ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქცია, როლი და სარგებელი მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების პროცესში“,  რომლის მიზანს
ელისო თეიმურაზიშვილი ამჟამად საქართველოს ფოსტაში სერვის ცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ ადამიანები ხშირად, ერთ ადგილას ყოფნას ვეჩვევით. წინ წასვლის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ გვეშინია.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
Skip to content