წერეთლის უნივერსიტეტის წარმომადგენელები ქუთაისის დღის ცენტრში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ტრადიციულად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები – შალვა კირთაძე, მაკა ხეცურიანი და სტუდენტები სტუმრობდნენ.

სტუმრებმა დღის ცენტრს საოჯახო ტექნიკა და საკანცელარიო ნივთები გადასცეს საჩუქრად. წაიკითხეს ზღაპრები და სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრეს.

დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content