წეროვნის საზაფხულო ფესტივალი

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი შედგება შვიდი  წევრისაგან, ყველა მათგანი ვცხოვრობთ წეროვნის დევნილთა დასახლებაში და გაერთიანებული ვართ წეროვნის საზოგადოების კეთილდღეობისა და განვითარების სურვილის ირგვლივ. საინიციატივო ჯგუფის უმეტესობა ვართ სტუდენტი, ასევე ჩვენ ვმართავთ წეროვნის ფეისბუქ ჯგუფს სადაც ამ მომენტისთვის 13 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული და მთლიანად ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს.

სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში მსგავსი ღონისძიებები შემცირდა, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ საჭირო იყო ისეთი აქტივობის ჩატარება, რაც ადგილობრივ ახალგაზრდობასა და არა მხოლოდ ახალგაზრდობას, მთელს დასახლებას გააერთიანებდა სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობების ირგვლივ.

ამ იდეის ფარგლებში გვინდოდა სოფლის მოსახლეობაში ერთიანობის განცდა გაგვეზარდა, ასევე შეგვექმნა მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამოცდილება, რომელიც ხელახლა დააკავშირებდა სხვადასხვა თაობას, გააცოცხლებდა კულტურულ და რეკრეაციულ აქტივობებს და შესთავაზებდა პლატფორმას ადგილობრივ მეწარმეებს და ბიზნესებს თავიანთი პროდუქციის წარმოსაჩენად. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა გრძელვადიანი გავლენა, რომელიც გააძლიერებდა კავშირებს ჩვენს საზოგადოებაში და შესთავაზებდა პოზიტიურ გამოცდილებას ყველა ასაკის ადამიანს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, რომლებსაც ბოლო წლებში ასეთი შესაძლებლობები არ ჰქონდათ.

ასე განვახორციელეთ წეროვნის საზაფხულო ფესტივალი, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. ღონისძიებამ გააძლიერა საზოგადოებაში ერთიანობის შეგრძნება, შექმნა ახალი კავშირები და გააჩინა სიამაყე მაცხოვრებლებში.  კულტურული და სოციალური აქტივობების გამოცოცხლებით ჩვენ შევქმენით საფუძველი მომავალი ღონისძიებებისთვის, რომელთაც შეუძლიათ გააგრძელონ ჩვენი სოფლის ერთიანობის ხელშეწყობა და ჩვენი ხალხის განვითარებისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა.

პროექტი ,,წეროვნის საზაფხულო ფესტივალი” ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content