წყალტუბოში ახალგაზრდული საბჭოების წევრების კომპეტენციის ამაღლების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს

27  ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით,  ქალაქ წყალტუბოში, ახალგაზრდული საბჭოების წევრების კომპეტენციის ამაღლების მიზნით, ტრენინგები მიმდინარეობს.  ტრენინგები სამ ეტაპად ტარდება და მონაწილეებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ პროექტის მომზადების და მართვის, აქტიური მოქალაქეობის, ურთიერთობების განვითარების და მართვის ტექნიკები. ტრენინგებში 60 ახალგაზრდული საბჭოს წევრი და 10 რეგიონული ჰაბის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ტრენიგები ორგანიზებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC)  მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდეჭერით,  პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

 

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content