ჭიათურაში, საწარმოების წარმომადგენლებისთვის მენტორთა ტრენინგი ჩატარდა

16 მაისს, ჭიათურაში, მულტიფუნქციურ ცენტრში საწარმოების წარმომადგენლებისთვის, მენტორთა ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პოტენციური მენტორის ცოდნის, უნარების და კომპეტენციების განვითარება, უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნის, კონკრეტული მიმართულების პროფესიული პროგრამის განახორციელების, პრაქტიკული სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის. ტრენინგზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ისეთ თემებს, როგორებიც არის პროფესიული განათლება და საგანმანათლებლო შესაძლებლობები, მენტორის (ინსტუქტორის) ფუნქცია მოვალეობები, სწავლების მეთოდოლოგიისა და სასწავლო პროცესების დაგეგმვა/განხორციელება საწარმოში და სხვა. ტრენინგს პროფესიული განათლების ექსპერტი, ზაირა ბერიძე უძღვებოდა.

ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content