„დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს, პროექტის მონაწილე თანასწორგანმანათლებელმა ლიკა მზარეულიშვილმა ხურვალეთის სათემო ცენტრში თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა“ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.