„ჯადოსნური სამყაროს” ბენეფიციარები თოჯინების თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ

ქუთაისის დღის ცენტრის ჯადოსნური სამყარო” ბენეფიციარები ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გამართულ სპექტაკლს ვინ დახატავს საქართველოს?” დაესწრნენ.

ღონისძიება განხორციელდა ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებაში სოციალიზაციასა და ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

პროგრამის ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრსა და ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი ღონისძიებების მომავალშიც აქტიურად განხორციელებას.

ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content