11 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) , საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის (CHCA) კოლეჯების ,,ბლექსი’’ ,,ახალი ტალღა’’, ,,კონსტრუქტ2’’ და სამშენებლო კომპანია ,,ანაგის’’ წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ჰამბურგში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ საქართველოში დუალური განათლების მოდელის დანერგვის ხელშეწყობასა და განვითარებაზე, განსაზღვრონ მომავალი აქტივობები, გაეცნონ ამ სფეროში არსებულ ინოვაციურ მიდგომებსა და ინსტუმენტებს; გამართონ პრეზენტაციები, მოინახულონ დუალური სატრენინგო ცენტრი, პროფესიული სასწავლებლები, სავაჭრო პალატა, კამპუსები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.
სასწავლო ვიზიტი ორგანიზებულია ჰანზას პარლამენტისა და „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V) მიერ.
პროექტი „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ხორციელდება „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ (EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და ე.წ. ,,ჰაუსმასტერის“ პროფესიის დანერგვას საქართველოში.