ჰამბურგი ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტს მასპინძლობს

11 სექტემბრიდან 17  სექტემბრამდე პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) , საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის (CHCA) კოლეჯების ,,ბლექსი’’ ,,ახალი ტალღა’’,  ,,კონსტრუქტ2’’ და სამშენებლო კომპანია ,,ანაგის’’ წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ჰამბურგში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ საქართველოში დუალური განათლების მოდელის დანერგვის ხელშეწყობასა და განვითარებაზე, განსაზღვრონ  მომავალი აქტივობები, გაეცნონ  ამ სფეროში არსებულ ინოვაციურ მიდგომებსა და ინსტუმენტებს; გამართონ პრეზენტაციები, მოინახულონ დუალური სატრენინგო ცენტრი, პროფესიული სასწავლებლები, სავაჭრო პალატა, კამპუსები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.

სასწავლო ვიზიტი ორგანიზებულია ჰანზას პარლამენტისა და  „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V) მიერ.

პროექტი „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ხორციელდება „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“  (EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს  ტექნიკური მომსახურების  სფეროში ახალი სერვისებისა  და ე.წ. ,,ჰაუსმასტერის“ პროფესიის დანერგვას საქართველოში.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content