ამბროლაურში საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გაიმართა

11 აპრილს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის გაცნობა, მისი არსისა და მნიშვნელობის გაზიარება, ფორუმის ჩატარების მეთოდოლოგიისა და საორგანიზაციო კომიტეტის ფუნქციების შესახებ მონაწილეთა ინფორმირება. ტრენინგზე, მხარეებმა, მოახდინეს პრიორიტეტების შერჩევა და გაეცვნენ იმ  მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია  ფორუმების დაგეგვისა და ორგანიზების დროს. დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელი ითვალისწინებს, ბაღდათის, დუშეთისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საერთო კრების ჩატარებასა და 2024 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას. ტრენინგს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ლიკა კილაძე  და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის ,,მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით” ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ამბროლაური, დუშეთი) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ღია დიალოგის ხელშეწყობა და მოსახლეობის მონაწილეობითი როლის გაზრდა ადგილობრივი  მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content