2017 წლიდან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი კავკასიაში თანადგომის განმახორციელებელ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ქსელის (CCC) წევრია, რომელიც 35 ორგანიზაციას აერთიანებს იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი სოციალური სერვისები საზოგადოების ყველა მოწყვლად ჯგუფებს აძლევდეს თავიანთი უფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას.
სოციალური მომსახურებების ადმინისტრირების მრავალწლიანმა გამოცდილებამ და მასშტაბმა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ შეექმნა დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც განაგრძობს ორგანიზაციის ადმინისტრირებაში მყოფი სოციალური მომსახურების მართვასა და განვითარებას, საჭიროებებზე დაფუძნებული ახალი სერვისების შექმნას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
გამგეობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 16 მაისს, ა(ა)იპ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ დაფუძნდა ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD)“, ცენტრის ადმინისტრირებაში არსებული სოციალური სერვისების განხორციელების სამართალმემკვიდრე გახდა. კერძოდ, დღეს ,,ჰაბიტატი“ HEAD -ი ადმინისტრირებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებს ქუთაისში, სამტრედიაში, თერჯოლასა და საგურამოში და მეტყველების თერაპიის ცენტრებს ქუთაისში, საგურამოსა და ზუგდიდში. 2023 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრები (18 წლამდე და ზრდასრული შშმ პირებისთვის) გაიხსნება ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
ხოლო EDEC–ი განაგრძობს სოციალური სერვისების განვითარებაზე ზრუნვას, ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას საკუთარი უფლებების, მათი დაცვის, სახელმწიფოსა და საზოგადოების როლის და სახელმწიფო დაცვის მექანიზმების შესახებ.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სოციალური პოლიტიკისა და პროგრამების შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის გააძლიერებას გეგმავს სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებლო სტრუქტურებთან.