ახალგაზრდობის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალგაზრდობის სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის გაღრმავების მიზანია ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის რეფორმირების ხელშეწყობა. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ახალგაზრდული მუშაკის, როგორც ახალგაზრდულ სფეროში მთავარი როლის შემსრულებლის, პროფესიული სტანდარტების შექმნა და განვითარება. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

„აღნიშნული მემორანდუმი გულისხმობს ახალგაზრდების უშუალოდ მონაწილეობითა და ჩართულობით ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში აქტიურ მონაწილეობას. ამგვარი გარემოხელს შეუწყობს, გრძელვადიან პერსპექტივაში,მუნიციპალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, უზრუნველყოფილი იყოს ახალგაზრდების გაძლიერება და მათი აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“– აღნიშნა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა.

„განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ათ წელზე მეტია, რაც ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების და მათი გააქტიურების მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს. ახალგაზრდობის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის დანერგვასა და განვითარებას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შექმნათ შესაძლებლობები ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის პრაქტიკაში გამოყენებისთვის. აღნიშნული თანამშრომლობა მოგვცემს საშუალებას გაერთიანებული ძალებით და რესურსებით განვახორციელოთ აქტივობები, რომელიც გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ – განაცხადა EDEC-ის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content