2023 წლის 13 ოქტომბერს, დაბა ბორჯომში, სასტუმროში “ბორჯომი ლიკანი” განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში, რიგით მეორე ფოკუს ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. ფოკუს ჯგუფ შეხვედრების მიზანია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინოვაციური მოდელის განსახორციელებისთვის კონცეფციის შექმნა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმერეთის სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეწარმეო კლუბის ხელმძღვანელი, მეწარმეობის მასწავლებელი პროფესიული კოლეჯიდან, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენელი და სოციალური მეწარმეები.
პროექტის მიზანია უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალურ ერთიანობა და უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: Childfund Deutschland E.V, (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), არასამთავრობო ორგანიზაცია “Vesta” (მოლდოვა), ECOVISIO (მოლდოვა), CODE სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (საქართველო).