ბავშვის უფლებებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით ორგანიზაცია მუდმივად გეგმავს ცნობიერების ამაღლების ტრენინგებს თანამშრომლებისთვის.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების სპეციალისტებისთვის, 27 მაისს, გაიმართა შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის, ბავშვის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ქეთევან სოხაძესთან და სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენელთან
მცხეთა-მთიანეთში გიორგი ტალახაძესთან.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში რეფერირების პროცედურები.