განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის სამტრედიისა და თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებმა ბავშვთა დაცვის დღე მხიარულად და საინტერესოდ გაატარეს.
დღის ცენტრების სპეციალისტებმა ბავშვებს თავიანთი უფლებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და შემდეგ ქალაქის საერთო მხიარულებას შეუერთდნენ.
თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრმა “საპოვნელა” მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა და ღონისძიება საკუთარი ნამუშევრებით გაალამაზეს.
“ყველა ბავშვს აქვს დასვენების, თამაშის, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება”