1 სექტემბერს, ბათუმობის დღესასწაულზე, სოციალური საწარმოების გამოფენა მოეწყო.
საწარმოები ბათუმობას სოციალური მეწარმეობის პროექტის ფარგლებში შეუერთდნენ და გამოფინეს სხვადასხვა სახის ხელთნაკეთი ნივთები და ეკოპროდუქტები: ნახატები, ქვილინგის ბარათები, ხის ჩანთები, კერამიკისა და თიხის დეკორატიული ნაკეთობები, კონსერვირებული ტკბილეული, მზა საკვები და სხვ.
პროექტი „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და არბაითერ სამარიტერ ბუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.