ბათუმში პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის” დახურვის ღონისძიება გაიმართა

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და ე.წ. „ჰაუსმასტერის“ პროფესიის დანერგვისათვის განხორციელებული საქმიანობებისა და მიღწეული შედეგების წარდგენა, საბინაო სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა და შენობა ნაგებობების მოვლასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე მსჯელობა. შეხვედრას საქართველოში მოქმედი სამშენებლო კომპანიების, პროფესიული კოლეჯების, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჰანზას პარლამენტის, ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის (IWO e.V) წარმომადგენლები, მედია ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პროექტს ,,ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის” ახორციელებს ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი  (EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA), გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content