სოციალური მეწარმეობის პროექტის ფარგლებში ქალაქ ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს დამსწრე საზოგადოებაში სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო სოციალური მეწარმეობის არსს, მისი განვითარების ისტორიას და განსხვავებებს მეწარმეობის სოციალური მისიის მქონე და სრულად მოგებაზე ორიენტირებულ მოდელებს შორის.
პროექტი “სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (KEDEC) და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.