ვაკანსიის დასახელება: ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის პედაგოგი
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფ. დიმი
მომწოდებელი: ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
გამოქვეყნების თარიღი: 2022 წლის 27 ივლისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 14 აგვისტო
სოციალური ინკლუზიის ცენტრი ემსახურება 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ცენტრის მიზანს, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
პედაგოგი პასუხისმგებელია, მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად, ბენეფიციართა გონებრივი, ფსიქიკური, განვითარების დონის და შესაძლებლობების შესწავლაზე, თითოეული ბენეფიციარისათვის შედეგებზე დაფუძნებული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაზე, დასახული ამოცანების განხორციელებაზე, მონიტორინგსა და მიღწეული შედეგის შეფასებაზე.
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის პედაგოგის შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვა;
- ბენეფიციარების ფუნქციური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და აკადემიური უნარების განვითარება და ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- ბენეფიციართა მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება, ზრუნვა და კონტროლი, თითოეული ბენეფიციარისათვის განვითარების ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შესაბამისად;
- თითოულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად და ჯგუფურად დასახული ამოცანების შესრულება, მათი შეფასებისათვის საჭირო სისტემის დანერგვა;
- ბენეფიციარებში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ამ რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება;
- მშობლებთან/მეურვეებთან კონსულტაციების წარმართვა;
- ორგანიზაციისა და პროგრამის შინაგანაწესით და შიდა რეგულაციებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოება.
სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში (ფსიქოლოგია, სოციოლოგია, მედიცინა, პედაგოგიკა);
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
- კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
- შემოქმედებითი აზროვნება;
- კეთილსინდისიერება;
- შშმ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელი, ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2 პირის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ_ფოსტაზე: [email protected] „თემაში“ მიუთითეთ პედაგოგის ვაკანსია.
საკონტაქტო პირი – სოფიო კუპატაძე საკონტაქტო ტელ: 0431 251333; 598 45 45 63
განაცხადების მიღება წარმოებს 2022 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით 24:00 საათამდე.