15-21 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეშვიდე გლობალურ კვირეულს, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები შეუერთდნენ და ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, საჯარო ბაგა-ბაღებში, საგზაო უსაფრთხოების თემებზე, შეხვედრებს მართავენ. შეხვედრების მიზანია, ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის წესების სწავლება, ბავშვთა საგზაო შემთხვევების პრევენცია და ქუჩებსა და გზებზე დისციპლინირებული, კულტურული ქცევის უნარების დანერგვა.
ღონისძიება განხორციელდა ორგანიზაციასთან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორობით, USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში.
USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).