გამარჯვებული პროექტი გურიიდან

“კიურის ლაბორატორიის მიზანია მეცნიერება გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, განსაუთრებით კი რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის. ასევე ძალინ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ახალგაზრდა გოგოების ინტერესისა და ჩართულობის გაზრდას STEM სფეროში”. –   მარიკა ცინცაძე, კიურის ლაბორატორიის დამფუძნებელი

კონკურსში მონაწილეობით გვსურდა  ჩვენი მოხალისეობრივი საქმიანობა “მეცნიერების ელჩები” კიდევ უფრო ფართო მასშტაბიანი გაგვეხადა.

ინიციატივა “მეცნიერების ელჩების” ფარგლებში ხულოს სკოლის ხუთი უფროს კლასელი გოგოგნა გადავამზადეთ. მათ დავურიგეთ სამეცნიერო ყუთები, რომელშიც განთავსებულია ექსპერიმენტებისთვის საჭირო რესურსები. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად გავაცანით ცდების ჩატარების მეთოდიკა და მიმდინარე ქიმიური და ფიზიკური პროცესები. ასევე მონაწილეებმა ისწავლეს მარტივი ელექტრული წრედების აწყობა არდუინოს ელემენტების გამოყენებით და საინტერესო პრეზენტაციის აწყობა AI-ის გამოყენებით. მთავრი მიზანია, მეცნიერების ელჩები სამეცნიერო ყუთების დახმარებით იმავე ექსპერიმენტებს ჩაატარებენ საკუთარ სკოლებში, თანასკოლელებს გაუზიარებენ ჩვენთან მიღებულ ცოდნას, გაესაუბრებიან მეცნიერებისა და ტექნილოგიების მნიშვნელობაზე.

პროექტმა საშუალება მოგვცა კიდევ უფრო მეტ ბავშვს ჰქონოდა მეცნიერებასთან, ექსპერიმენტებთან უშუალო შეხება, რაც ჩვენს მიზანათან, რომ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში გავავრცელოთ მეცნიერება, კიდევ უფრო დაგვაახლოვა. გარდა ამისა შევიძინეთ სხვადასხავა რესურსი, რომელიც დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი სამეცნიერო ვორქშოპი ჩავატაროთ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content