ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები.
ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს ითვლის და დღემდე წარმატებით გრძელდება.
EDEC-ის მიერ ორგანიზებულ მოხალისეობის ბანაკში მონაწილეობა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა იყო მოხალისეობრივ გზაზე დაგროვილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისთვის, ჩვენი უნარ-ჩვევების განმტკიცებისთვის და ჩვენი თავისთავიდან აღმოჩენისთვის. ამ ორგანიზაციამ ბანაკის შემდგომ მოგვცა შანსი მონაწილეობა მიგვეღო საგრანტო კონკურსში, სადაც ჩვენმა ინიციატივამ გაიმარჯვა. გრანტის ფარგლებში დავაორგანიზეთ ახალგაზრდული ბანაკი სახელწოდებით ,,ემოციური კეთილდღეობა და ჯანმრთელობა”, რომელშიც სპეციალური კონკურსის საფუძველზე შერჩეული 23 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ბანაკის განმავლობაში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია მოხალისეობის, ემოციური კომპეტენციების, ემოციური კეთილდღეობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ EDEC-ის აღმასრულებელ დირექტორს, ნათია ნამიჭეიშვილს და მიეღოთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოხალისეობის შესახებ. ასევე, მოესმინათ ფსიქოლოგ ნათია ცირამუას ლექცია თემაზე მიზნის დასახვის და მიღწევის ტექნიკები. ახლო მომავალში, ახალგაზრდები, როგორც ემოციური კეთილდღეობის და ჯანმრთელობის ელჩები, ჩაატარებენ თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგებს და ბანაკში მიღებულ ცოდნას სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებენ.
საბოლოოდ, პროექტმა მოგვცა საშუალება ახალგაზრდებისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა გამოცდილება, დაგვეხმარა ლიდერული უნარ-ჩვევების განმტკიცებაში ჩაგვახედა საკუთარ თავებში და დაგვარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია და კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადაგვადგმევინა მოხალისეობრივ საქმიანობაში.