პროექტში ჩართვით მომეცა შესაძლებლობა პრაქტიკულად განხორციელებული მაგალითებით მეჩვენებინა მოსწავლეებისთვის მოხალისეობრივი კულტურის მნიშვნელობა. – ია კაშია, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის მქონე, ემპათიით აღსავსე და მიზანდასახული მოქალაქეების აღზრდა,რომელთაც გაცნობიერებული ექნებათ ის მისია,რასაც ადამიანად ყოფნა აკისრებთ, სარგებელი,რომელიც შეუძლიათ მოუტანონ ქალაქს, ქვეყანას, გააბედნიერონ გარშემომყოფი ადამიანები გამოხატული ყურადღებით და თანადგომით; იზრუნონ გარემოზე და საუკეთესო ღირებულებების მქონენი სხვისთვისაც გახდნენ მისაბაძნი და სამაგალითონი.
პროექტში ჩართვით მომეცა შესაძლებლობა პრაქტიკულად განხორციელებული მაგალითებით მეჩვენებინა მოსწავლეებისთვის მოხალისეობრივი კულტურის დამკვიდრების მნიშვნელობა,როგორი გადამდები ხდება სიკეთის კეთების სურვილი, რა სასიამოვნოა ,როცა აცნობიერებ,რომ შენი აქტიურობით მართლაც შეიძლება დღეები უფრო საინტერესო და ფერადი გახადო, საკუთარ თავში აღმოაჩინო ახალი უნარები, შეიძინო ახალი კომპეტენციები, აიმაღლო თვითშეფასება.
სკოლაში ჩამოყალიბებული მოხალისეთა კლუბები,რომელიც რამოდენიმე მიმართულებით გააგრძელებს მოხალისეობრივ საქმიანობას, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსწავლეებში გაიზარდოს ინტერესი მოხალისეობრივი საქმიანობაში ჩართვის მიმართ.