სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი განსაკუთრებული თანამშრომლობისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის გაწეული ღვაწლისთვის საუკეთესო პარტნიორად აღიარა.
ცენტრი და სააგენტო უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში და აქტიურად ცდილობენ ხელი შეუწყონ ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას.
თანამშრომლობის ფარგლებში ასეულობით ახალგაზრდა გადამზადდა და დასაქმდა სხვადასხვა მუდმივ სამუშაოზე.