განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), გამგეობის თავმჯდომარემ, ლიკა კილაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციის კონსულტანტის დელეგატის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ქალთა სტატუსის კომიტეტის 68-ე სესიაზე (CSW68), რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებისადმი მიძღვნილ გაეროს ყველაზე დიდ ყოველწლიურ სხდომას წარმოადგენს.
ღონისძიება 2024 წლის 11-22 მარტს, ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გაიმართა. სხდომას წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, გაეროს სააგენტოები და ECOSOC-ის აკრედიტებული არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
ქალთა სტატუსის კომიტეტის სხდომებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, მსოფლიოს მასშტაბით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების წინ წამოწევასა და პოლიტიკურ დღის წესრიგის პრიორიტეტულ თემად აღიარებაში. წლევანდელი წლის პრიორიტეტულ თემას წარმოადგენს „გენდერული თანასწორობის მიღწევის დაჩქარება და ყველა ქალისა და გოგონას გაძლიერება სიღარიბის აღმოფხვრით, ინსტიტუტების გაძლიერებითა და დაფინანსების ხელმისაწვდომობით“.