გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის გაიმართა მორიგი ონლაინ სემინარი თემაზე: „გენდერული თანასწორობა – სქესი და გენდერი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების, სქესსა და გენდერს შორის განსხვავებების, გენდერული თანასწორობის არსის შესახებ. შეხვედრას ცენტრის წევრი, სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე უძღვებოდა.
ონლაინ სემინარი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).