მოხალისეობირივი ინიციატივის „ბლოგერები ზემო რაჭიდან“ ავტორი – გვანცა აქიაშვილი
მოხალისეობა ჩემთვის არის …
საკუთარ სამყაროზე პასუხისმგებლობის აღება ვალდებულების გარეშე. სუპერძალაა იყო თავისუფალი გარე შემაკავებელი ფაქტორებისგან და გადადგა ნაბიჯი წინ, გამოხატო სხვა ადამიანის ზრუნვის მზადყოფნა. მოხალისე თავისი ინიციატივით ქმნის ორმხრივ პროცესს, რომელშიც ყველა ჩართული მხარე მოგებული გამოდის. თუ ჩვენ შეგიძლია სხვისთვის ჩვენი დრო, ცოდნა, გამოცდილება ან უბრალოდ კარგი განწყობა და იმედი გავცეთ, ამით უმჯობესს ვხდით სხვის ცხოვრებას, რაც საოცარი შეგრძნებაა .
ჩემი პირველი მოხალისეობა…
ჩვენი ყველაზე გულწრფელი მოხალისეობა სულ ბავშვობიდან იწყება, როდესაც გამოვხატავთ მზადყოფნას დავეხმაროდ ოჯახის წევრებს თავიანთ საქმიანობაში. განსაკუთრებულია შეგრძნებები, რაც სხვისი გახარებით გვეუფლება. მთავარია ეს მზადყოფნა ზრდასთან ერთად არ ჩაქრეს. სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში, ჩემი პირველი გამოცდილება კი აბიტურიენტობისას შექმნილი პროგრამა იყო, რომელიც ხელს უწყობდა სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს შორის სტერეოტიპების ნგრევას.
მოხალისეობრივად ჩვენ შეგვიძლია…
საზოგადოებაში ძალიან დიდი იმპულსის შექმნა. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჩვენ შეგვიძლია ერთობისა და თანაზრუნვის შეგრძნების, გააქტიურების სურვილის, იმედის შექმნა. რაც მთავარია, ეს იმპულსი გადამდებია და შეიძლება იმაზე დიდი შედეგი და მნიშვნელობა ჰქონდეს ვიდრე წარმოგვედგინა.
სამაგალითო მოხალისეობრივი კამპანია, საუკეთესო მოხალისე…
ჩემთვის სამაგალითო მოხალისე ჩემი დაა – ლელა აქიაშვილი. სკოლის ასაკიდან მას აღმოაჩნდა ეს სუპერძალა, მიეღო სხვისთვის დახმარების მზადყოფნის გადაწყვეტილება და ძალიან თავდაჯერებულად ყოფილიყო იქ სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მისი თანადგომა. 2008 წლის ომის პერიოდში, ის იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში მოხალისედ წავიდა. მისი მოტივაცია ჩემთვისაც გადამდები აღმოჩნდა. ასევე, ყოველთვის სამაგალითოა ის ადამიანები, ვინც კრეატიულად უდგებიან სხვადასხვა პრობლემას (მაგ. საკუთარი დაბადების დღის საჩუქრების მიღების ნაცვლად, რაიმე სასიკეთოს ქმნიან) და გამონახავენ გზას სხვასაც დაანახონ, რომ თანადგომა ყველას შეგვიძლია!