თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგ–კურსის მონაწილემ შიდა ქართლის რეგიონიდან თიკა ხუჭუამ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა გორის მე-2 საჯარო სკოლის, ამერიკის უნივერსიტეტის კერძო სკოლის მე–11 და მე–10 კლასის და გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
შეხვედრები მიეძღვნა ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, სტერეოტიპები და დისკრიმინაცია. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრებზე გამართულ დისკუსიებში.
შეხვედრები პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.