3 – 4 თებერვალს, ქალაქ ფოთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის თემაზე: „ფინანსური მართვა და ბიზნეს გეგმის შედგენა“ ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგ კურსის მიზანი იყო მსმენელებისთვის ბიზნესის გეგმის კომპონენტების გაცნობა, თეორიული მასალებისა და პრაქტიკული მაგალითების განხილვით, ბიზნეს გეგმის შექმნის უნარ-ჩვევების გამომუშავება. ტრენინგს მოწვეული სპეციალისტი დავით გელუტაშვილი უძღვებოდა.
ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო წარმოების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და APM Terminals Poti-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოთში პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.