21 წლის ახალგორელი გულო გოჭაშვილი კიდევ ერთი წარმატებული ბენეფიციარია „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ პროექტისა, რომელიც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად განახორციელა.
გულომ მცხობელის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის შესახებ მეგობრისგან გაიგო. მიუხედავად იმისა რომ ამ მიმართულებით არასდროს უმუშავია, დიდი ინტერესით ჩაერთო სასწავლო პროგრამაში. მან წარმატებით გაიარა ტრენინგებისა და სტაჟირების ეტაპი და დასაქმდა თანამედროვე საკონდიტრო საწარმოში „ფუდ ალიანსი“.
„ამ პროგრამამ განსაკუთრებული მოტივაცია მომცა ჩამებარებინა კვების ტექნოლოგიაზე. ვაპირებ გავაგრძელო ამ მიმართულებით სწავლა, მეტი ცოდნა შევძინო საკუთარ თავს და პროფესიულად განვვითარდე.“
მცხობელის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.