განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და საწარმო “გურმანის” მეგობრობა წლებს ითვლის. ერთობლივი ტრადიცია, დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის სააღდგომო ნობათით გამასპინძლების, არც წელს დაირღვა.
ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ,,ჯადოსნური სამყარო” საწარმოს ,,გურმანი” წარმომადგენლები ესტუმრნენ და აღსაზრდელებს თავიანთი პროდუქციით გაუმასპინძლდნენ.