ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა (KEDEC) და ფონდი “აფხაზინტერკონტის’’ (AIC) ბიზნეს საინფორმაციო ცენტრების ორგანიზებით დევნილთა და მათი მასპინძელი თემების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია მოეწყო.
პრეზენტაცია შეეხებოდა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშემწყობი პროგრამების, პროვაიდერებისა და მექანიზმების აღწერა/ანალიზს, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემების ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევას აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.
კვლევა მოწვეულმა სპეციალისტმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, მიგრაციის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ნათია ჭელიძემ წარმოადგინა.
კვლევის განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო არასამთვრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, ასევე კვლევის განმახორციელებელი და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კვლევა მომზადებულია „ეისითის“ (ACT) მიერ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთისთვის“ (CHCA) პროექტის – “დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის’’ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” მიერ ხორციელდება. ქუთაისში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.