ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში პროექტის „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის” მონაწილეებს ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის „დროის ბანკის” შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგის მიზანს დროის ბანკის, როგორც მოხალისეობის ორმხრივი ფორმის პოპულარიზაცია, დროის ბანკის მუშაობის სპეციფიკისა და პლატფორმის გამოყენების წესების გაცნობა წარმოადგენდა.
ტრენინგი ორგანიზებული იქნა ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.