30 იანვარს ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის – „დროის ბანკი“ ექსპერტებმა სამშენებლო კოლეჯში „კონსტრუქტ2″ ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგის თემა საზოგადოებრივი სარგებლისათვის დახარჯული დროის მართვა იყო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ როგორც დროის ბანკის ისტორიასა და მუშაობის პრინციპებს, ასევე მოხალისეობის მნიშვნელობას და მისი სწავლების ფორმებს.
ტრენინგის მონაწილები ასევე გაეცნენ დროს ბანკის ვებ პლატფორმის მოხმარების ინსტრუქციებს და საიტის მუშაობის პრინციპებს.
კოლეჯის „კონსტრუქტ2“ მომზადების პროგრამის მსმენელებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა იმსჯელეს საზოგადოებრივ სარგებელზე და მის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთ აუცილებელ ფაქტორზე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.