ნონა ოქროპირიძე, ამჟამად გორის მეცნიერებათა სკოლის ექთანია.
“იძულებით გადაადგილებული პირი ვარ. მთელი ცხოვრება მინდოდა სამსახურის დაწყება, მაგრამ სამუშაო გამოცდილება არ მქონდა, ამავე დროს რთული იყო ისეთი ვაკანსიის მოძიება, რომელიც ტერიტორიულად და გრაფიკით მემერგებოდა. ბევრჯერ ვცადე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა, მაგრამ მიწევდა მორიგეობა, რაც ჩემს მდგომარეობაში წარმოუდგენელი იყო. დასაქმების ცენტრის შესახებ ერთ–ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე შევიტყვე და იქ მისვლა გადავწყვიტე. დასაქმების კონსულტანტებმა გამიწიეს კონსულტირება, პროფილირება, შედგა ჩემი ინდივიდუალური დასაქმების გეგმა. მოგვიანებით კი ავიმაღლე კომოპეტენციები ისეთ საკითხებში როგორიცაა: გასაუბრების ტექნიკები, რეზიუმესა სამოტივაციის წერილის მომზადება. დასაქმების ცენტრმა მოახერხა ჩემს მოთხოვნებზე და საჭიროებე მორგებული სამსახურის პოვნა, რაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა.