სოციალური დისტანცირების პირობებშიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ტრადიციული აქტივობები არ წყდება.
ამჯერად ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა, ტატო ჩხაიძემ, დისტანციურად წაიკითხა ზღაპარი „კატა და ლომი“. მან ბავშვებთან ერთად იმსჯელა ზღაპრის გმირებზე და განიხილა მათი ქმედებები.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, სოციალიზაციას და დადებითად აისახება მათ ემოციებზე.