თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს “ლამპარი” ორგანიზაციის “მშობლები საქართველოს მომავლისათვის” წარმომადგენლები ესტუმრნენ და ბენეფიციარებს განმავითარებელი საკანცელარიო მასალა გადასცეს.
ორგანიზაცია მრავალი წელია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობს და დღის ცენტრის ხშირი სტუმარია.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრირებას უწევს ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის და საგურამოს დღის ცენტრებს. დღის ცენტრები ინდივიდუალურ, ფუნქციონალურ, აკადემიურ და სოციალურ უნარებზე მორგებულ მომსახურებას აწვდის 6-18 წლის ასაკის ათეულობით ბავშვს და მათ ოჯახებს.
დღის ცენტრების ოპერირება რეგულაციების სრული დაცვით ორგანიზაცია „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
![178635731_301533218092124_5837539619229157152_n](https://edec.ge/wp-content/uploads/178635731_301533218092124_5837539619229157152_n.jpg)
![3](https://edec.ge/wp-content/uploads/3.jpg)
![1](https://edec.ge/wp-content/uploads/1-2.jpg)