მოხალისეობის კვირეულის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ინიციატივას – მთელი კვირის განმავლობაში ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდეს გარემოზე ზრუნვის სიმბოლური აქტივობები, ამჯერად ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ ბავშვები შემოუერთდნენ და რუსთაველის ქუჩაზე არსებულ სკევრში ხეები დარგეს. ამ აქტივობით დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მოუწოდეს ახალგაზრდობას კონკრეტული ქმედებებისკენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების სასარგებლოდ.
ედეკი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სანერგე მეურნეობის წარმომადგენელს, ქალბატონ ნანა ვაშაკიძეს, რომელმაც გაიზიარა მოხალისეობრივი პათოსი და ამ ღონისძიებისთვის ორგანიზაციას ნერგები უსასყიდლოდ გადასცა.
შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო აღინიშნება, რომელიც 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა. ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ისინი ჩართულნი არიან საერთაშორისო ინიციატივებში, კონფერენციებში, გამოფენებში და ა.შ.