ევროკავშირის დელეგაცია ბათუმის დასაქმების ფორუმის შედეგად დასაქმებულ ახალგაზრდებს შეხვდა

20 ოქტომბერს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აჭარის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ციხისძირში, რესტორან „შუქურა“-ს ესტუმრნენ, სადაც სმენის არ მქონე ახალგაზრდებს შეხვდნენ. ახალგაზრდები ევროკავშირის პროგრამის “უნარები დასაქმებისთვის” პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში გამართულ დასაქმების ფორუმზე “აჭარა ჯგუფმა” დაასაქმა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე ევროკავშირის დელეგაციას აღნიშნული პროექტის მიზნებსა და მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე ესაუბრა. მან აჭარის დასაქმების სააგენტოსთან და “აჭარა ჯგუფთან” ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და სამომავლო პერსპექტივები განიხილა.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება, მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content