ევროკავშირის მხარდაჭერით ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა

10 ნოემბერს,  ევროკავშირის მხარდაჭერით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან პარტნიორობით (SESA), ქუთაისში, დასაქმების ფორუმი გამართა. ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები, დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები, ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტები და სხვა დაინტერესებული პირები.

დასაქმების ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა.

ფორუმზე 40-ზე მეტმა მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ სამშენებლო, საბანკო, მომსახურების, სარესტორნო, სამრეწველო, ჯანდაცვის, განათლების მიმართულებით 160-მდე  ვაკანსია წარადგინა, დასაქმებისა და სტაჟირებისათვის. 300-ზე მეტ სამუშაოს მაძიებელს ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა  პოტენციურ დამსაქმებელს, გასაუბრებოდა სასურველი ვაკანსიის შესახებ და წარმოეჩინა საკუთარი უნარები  პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროგრამის ოფიცერი ნინო  ყოჩიშვილი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი (SESA) ნინო ველთაური და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი სიტყვით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.

ფორუმი ორგანიზებული იყო პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content